Tuesday, May 10, 2016

როგორ შევარჩიოთ უცხო ენის ონლაინ- კურსები

     ადამიანთა უმრავლესობა სკოლაში, შემდეგ კი უნივერსიტეტში სწავლისას აწყდება სხვადასხვა პრობლემას ენის შესწავლასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, ისინი ისე ამთავრებენ სწავლას, რომ კიდევ არ იციან უცხო ენა. მათი ნაწილი სწავლას თავს ანებებს, დანარჩენები კი ენის შესასწავლად მიდიან კურსებზე იმ იმედით, რომ იქ მაინც ისწავლიან ენას, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი იქაც იმავე პრობლემებს აწყდება.  ადამიანები იხდიან ფულს, ცდილობენ, ხარჯავენ დროს – შედეგი კი შესაბამისი არ არის. მაშ, რა ხდება?
ამჟამად ინგლისური ენის შესასწავლი იმდენი კურსია, რომ  მომხმარებელს კიდევ ერთი  პრობლემა უჩნდება –  არჩევანის პრობლემა. როგორც წესი, მომხმარებლები არჩევანს შეაჩერებენ ხოლმე ბაზრის ლიდერზე იმის რწმენით, რომ იქ  ნამდვილად ისწავლიან ენას, მაგრამ ასეთი არჩევანი ყოველთვის არ ამართლებს.


მოდი, ვნახოთ ვინ მუშაობს ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე. ეს ის ხალხია, ვინც 4-5 წლის განმავლობაში გარღმავებული პროგრამით სწავლობა ამ ენას და ისინი ამავე მეთოდიკით ცდილობენ შეგავასწავლონ ენა. ეს რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რადგან მან ამ მეთოდით შეისწავლა ენა, მას შეუძლია წერა, კითხვა, საუბარი და აზროვნებაც კი ამ ენაზე. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მას ამისთვის დასჭირდა ხუთი წელი. ჩვენ გავქვს ამდენი დრო ენის შესასწავლად? ჩვენ შესაძლოა არ გვქონდეს ამდენი დრო და
ძალისხმევა. კურსების დროს მასწავლბელი შეამჩნევს, რომ მისი ბევრი მსმენელი “გაზარმაცდა” ან და მათმა ნაწილმა საერთოდ დაანება თავი მეცადინეობას. ის რა თქმა უნდა ჩათვლის რომ პრობლემა სტუდენტებშია, იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროგრამის ეფექტურობა თავის თავზე აქვს გამოცდილი.
პრობლემა არის სწორედ ის, რომ ჩვენ უცხო ენების ფაკულტეტის სტუდენტებივით ვერ შევძლებთ 4-5 წლის განმავლობაში მთელი დღე  მეცადინეობას. აქ შევდივართ ჩიხში.
თქვენ შესაძლოა იკითხოთ. კი მაგრამ, ხომ არიან ადამიანები ვინც ისწავლა? დიახ, რა თქმა უნდა არიან, მაგრამ მათი ცოდნის უკან დგას დიდი სურვილი, მონდომება, მძიმე შრომა და დრო, ზუსტადაც რომ 4-5 წელი. თქვენ გაქვთ ამდენი დრო?
ამასთანავე პრობლემები ამით არ მთავრდება, ხშირად უჩნდებათ ადამიანებს კომპექსები ჯგუფში მეცადინეობასთან დაკავშირებით. ზოგჯერ ერთი გაცდენილი გაკვეთილის გამო გვრჩება გამოტოვებული მასალა, რაც ხელს გვიშლის სწავლის გაგრძელებაში და ა შ.
რამდენიმე წლის წინ ევროპელმა ენათმაცნიერებმა ენების დაჩქარებული ტემეპებით შესწავლის ტექნოლოგის დამუშავება დაოწყეს,ამ მეთოდმა ევრიპაში მაღალი შედეგები აჩვენა და ახლა ჩვენთანაც ჩამოაღწია. ამ ტექნოლოგიის შედეგს წარმოადგენენ სტუდენტები, რომლებსაც ინგლისურ ენაზე შუძლიათ თავისუფლად წერა, კითხვა და საუბარი.
გინდათ იცოდეთ რატომ სწავლობენ  (სკოლაში, ინსტიტუტში) ადამაინები 10 წლის განმავლობაში ენას? იმიტომ, რომ ამ ენაზე მათ იციან მხოლოდ წერა და კითხვა, მაგრამ არ იციან ლაპარაკი.მათ არასწორი მეთოდი ჰქონდათ შერჩეული.
გამოყენებული რესურსები
1) https://ucxoenebi.wordpress.com/ 
ბლოგი დისტანციურ სწავლებაზე

ენების ონლაინ-შესწავლის ბაზრის მიმოხილვა

ელექტრონული განათლება (e-learning), ჯერ კიდევ XX საუკუნის 60–იან წლებში იღებს სათავეებს. დიდ ბრიტანეთში 1969 წელს დედოფლის ბრძანებით შეიქმნა პირველი ღია უნივერსიტეტი.

თანამედროვე სამყაროში ინტერნეტი და ინტერნეტრესურსების გამოყენება სწავლა–სწავლების სფეროს უცილობელი ასპექტი გახდა. თანამედროვე განათლება კომპიუტერის და ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია. მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლებისა და ზოგადად, მოქალაქეების უმრავლესობა ინტერნეტის შესაძლებლობებს აქტიურად იყენებს განათლების მიღების მიზნით.
XXI საუკუნეში გაუნათლებლებად თვლიან არა მათ, ვინც წერა–კითხვა არ იცის, არამედ მათ, ვინც არ არის მზად მუდმივად ისწავლოს სიახლეები და გაიაროს გადამზადება, თუ ამას მოითხოვს შექმნილი ვითარება. ამაში სერიოზულ დამხმარედ გვევლინება ელექტრონული სწავლება, რომელიც სასწავლო დაწესებულებებს ხელს უწყობს უზრუნველყოს სულ უფრო მზარდი გლობალური მოთხოვნები მათ საგანმანათლებლო სერვისებზე.
ბოლო წლებში ელექტრონული სწავლება განათლების პროცესის განუყოფელი ნაწილი ხდება სასწავლო დაწესებულებებში და სწავლების ყველა სფეროში გამოიყენება
.

ელექტრონული სწავლების გამოყენება შესაძლებელს ხდის აამაღლოს განათლების ხარისხი, მომხმარებლის ელექტრონული სწავლების პროცესში ჩართულობის და დამოუკიდებლად შესრულებული სამუშაოს ხარჯზე. განსაკუთრებით აქტუალური ხდება ელექტრონული სწავლება სახელმწიფო საგანმანათლებლო ახალი თაობის სტანდარტების შემოღების პირობებში. უცხო ენების ელექტრონული კურსები კი აფართოებს ამ პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობებს.
მსოფლიოს თითქმის ყველა პრესტიჟულ უნივერსიტეტში დანერგილია დისტანციური და ელექტრონული სწავლება.


გამოყენებული რესურსები
1) https://ucxoenebi.wordpress.com/ 
ბლოგი დისტანციურ სწავლებაზე
2)http://www.talentlms.com/elearning/history-of-elearning
საიტი ელ-სწავლების ისტორიაზე

 

Thursday, April 14, 2016

უცხო ენების ონლაინ-შესწავლა, შესავალი

უცხო ენების ცოდნა აფართოებს საზღვრებს და გაძლევთ უამრავ შესაძლებლობას. პირველ ადგილს, რა თქმა უნდა, იკავებს ინგლისური ენა. ამასთან ერთად, მისი ცოდნა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მოთხოვნაა თანამშრობლების სამსახურში აყვანის დროს. დღესდღეობით არსებობს სწავლების არაერთი მეთოდი: კურსებზე ჩაწერა, სასწავლო წიგნის ან აუდიოკურსის შეძენა, მაგრამ ყველაზე მოხერხებულ მეთოდად რჩება ონლაინ სწავლება.
წლების წინ ქვეყნიდან გაუსვლელად  სასწავლო კუსების გავლა წარმოუდგენელი იყო. დღეს განათლების ონლაინრეჟიმში მიღება უპრობლემოდ შეგიძლიათ: თუ კომპიუტერი, ინტერნეტი და შესაბამისი თანხა გაქვთ, შეგიძლიათ სასწავლო კურსი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გაიაროთ. მეტიც, ზოგიერთ ონლაინ სასწავლო პროგრამაზე სწავლა სრულიად უფასოა.
უცხო ენების დისტანციური სწავლების ახალი ფორმის – ონლაინსწავლის – დანერგვა ინტერნეტის გავრცელებამ და კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებამ განაპირობა. იქიდან გამომდინარე, რომ უნივერსიტეტს, სწავლის კურსსა და სწავლის დროს სურვილისამებრ ირჩევთ, უწყვეტი ან მეორადი განათლების მისაღებად, სპეციალისტების გადასამზადებლად ეს ეფექტიანი მეთოდია.
საკმარისია ინტერნეტში მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო პროგრამა ან კურსები, საიტზე დარეგისტრირდეთ, საჭიროების შემთხვევაში გადაიხადოთ სწავლის საფასური. თანაც, როგორც წესი, უცხო ენების დისტანციური სწავლება ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით იაფი ჯდება.
ასევე არსებობს სერვისი რომელიც  თქვენი სურვილებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, შემოგთავაზებენ შესაბამის სწავლების კურსს. კვირაში ერთი-ორჯერ თქვენ გამოგიგზავნიან ტექსტებსა და დავალებებს, რომლებსაც საჭიროა გაეცნოთ, შეასრულოთ და პასუხები გაგზავნოთ პირადი რეპეტიტორის ელექტრონულ მისამართზე. სწავლების ბევრი კურსი, ასევე გთავაზობთ პირად ურთიერთობას მასწავლებელთან ვიდეოკონფერენციის სახით: გრამატიკის ახსნა, დიალოგი, დავალებების შემოწმება და შეცდომების დამუშავება. ონლაინ-კურსები მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურ რეპეტირორებთან მომზადებასთან: გასხვავება მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ თქვენ რეპეტიტორს ესაუბრებით უშუალოდ ინტერნეტის საშუალებით.
ვისთვის არის განკუთვნილიუცხო ენების ონლაინ-შესწავლა:

  • ვინც სრულიად არ იცის ენა; 
  • ვისაც ენის გახსენება სურს; 
  • ვისაც ცოდნის გამყარება სურს; 
  • ვისაც მართლწერის პრობლემები აქვს;                                                                                                                          
  • ვინც უკვე დადის ენის კურსებზე;                  
  • ვისაც სწრაფად სურს დაეუფლოს ენას;
  • ვისაც ენის შესწავლის შიში აქვს 

გამოყენებული წყაროები:
  1. http://www.tabula.ge/ge/story/61778-rogor-vistsavlot-distanciurad;                              ჟურნალ ტაბულას ვებგვერდი.
  2. http://www.rogor.ge/article_559_rogor-viswavlot-inglisuri-ena-internetit-buusucom.html   ელექტრონული კითხვა-პასუხის ენციკლოპედია